Accentnews.ge
USAID: "გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო"

USAID: "გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო"

08/09/2022 08:32:30 საზოგადოება

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში სახელწოდებით „კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევა“, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კლეპტოკრატიის აღმოფხვრის მიზნით მითითებებს მოიცავს, საქართველოზეც არის საუბარი.

დოკუმენტში „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოზე“ დაყრდნობით აღნიშნულია, რომ "გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო".

"USAID-ს პარტნიორის მიერ შესაძლებლობების დახურული ფანჯრის ანალიზის კიდევ ერთი მაგალითია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მუშაობა. გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო, მათმა კვლევამ შეისწავლა კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსჯელობა, საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესები რუსეთში", – ნათქვამია დოკუმენტში.

USAID-ს თანახმად, 2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველომ გაატარა საჯარო სექტორის შორსმიმავალი რეფორმა, რამაც გამოიწვია მექრთამეობის მკვეთრი შემცირება. 2004 წელს, საქართველოს „ვარდების რევოლუციიდან“ სულ რამდენიმე თვეში, ახალი მთავრობა უკვე ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციას, კანონმდებლობის მიღებას, კორუმპირებულ ყოფილ თანამდებობის პირების დაკავებას და მითვისებული ქონების კონფისკაციას - ფართო კამპანია, რამაც გამოიწვია მექრთამეობის 80 პროცენტით შემცირება 2005 წლისთვის.

„უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუცია“ და საქართველოს „ვარდების რევოლუცია“ დასრულდა, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქებმა დააფინანსეს პრორუსი კანდიდატები, რომლებიც გახდნენ პრეზიდენტები და ორი ქვეყანის ხელახალი კლეპტიფიკაცია მოახდინეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, როდესაც კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობების ფანჯრები იხურება, ეს უნდა გახდეს შეერთებული შტატების მთავრობის მიერ შეფასების საგანი და პოლიტიკური ბერკეტების ამოქმედების საფუძველი.

"ასეთი ინსტრუმენტები შეიძლება, მოიცავდეს მზარდი კორუმპირებული მთავრობისთვის დახმარების გაყინვას, უფრო ძლიერ საჯარო დიპლომატიას და მაღალი დონის კორუმპირებულ თანამდებობის პირებზე სანქციების დაწესებას", აღნიშნულია დოკუმენტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S