Accentnews.ge
ბელარუსმა სამ ლოკაციაზე, მათ შორის პოლონეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო

ბელარუსმა სამ ლოკაციაზე, მათ შორის პოლონეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო

08/09/2022 06:34:46 მსოფლიო

ბელარუსმა სამ ლოკაციაზე, მათ შორის პოლონეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წვრთნები პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ბრესტთან, დედაქალაქ მინსკთან და ჩრდილო-აღმოსავლეთ ვიტებსკის რეგიონში 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.

"წვრთნის დროს შეიარაღებული ძალები ივარჯიშებენ მტრის მიერ დროებით დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლებაზე და სასაზღვრო რეგიონებზე კონტროლის აღდგენაზე. სამხედრო მანევრებში ჩართულნი არიან იმ რაოდენობის სამხედროები და ტექნიკა, რომელიც ეუთო-ს პრინციპების თანახმად, არ საჭიროებდა წინასწარ შეტყობინებას", – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა ბელარუსის ტერიტორიიდან მორიგ შეტევას არ გამორიცხავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S