გაერო-ში უკრაინის ელჩის მოადგილე: "უკრაინიდან რუსეთში იძულებით 2.5 მილიონი ადამიანია დეპორტირებული"
08/09/2022 06:26:16 მსოფლიო
გაერო-ში უკრაინის ელჩის მოადგილე ხრისტინა ჰაიოვიშინი აცხადებს, რომ უკრაინიდან რუსეთში იძულებით 2.5 მილიონი ადამიანი, მათ შორის 38 000 ბავშვია დეპორტირებული. ამის შესახებ მან გაერო–ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
ჰაიოვიშინმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ უკრაინის ათასობით მოქალაქე იძულებით დეპორტირებულია ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის იზოლირებულ და კრიზისით მოცულ რეგიონებში.
„უკრაინის მოქალაქეებს ატერორებენ რუსეთის ხელისუფლების მიერ „საშიში“ ადამიანების ძიების საბაბით. ისინი, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ან უკრაინის მთავრობასთან ან მედიასთან კავშირშია, ნაცრისფერ ზონაში ქრება“, - განაცხადა დიპლომატმა.


