Accentnews.ge
საქართველოში კრემლის პოლიტიკის კიდევ ერთი კრიტიკოსი არ შემოუშვეს

საქართველოში კრემლის პოლიტიკის კიდევ ერთი კრიტიკოსი არ შემოუშვეს

08/09/2022 06:17:54 საზოგადოება

პუტინის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსი ჟურნალისტი მიტია ალეშკოვსკი საქართველოში არ შემოუშვეს.

ჟურნალისტი აღნიშნულს საკუთარ პოლიტიკური პოზიციას უკავშირებს.

ალეშკოვსკის თქმით, წლებია საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ განმარტება, თუ რატომ არ შემოუშვეს ქვეყანაში, არ მიუღია:

"არანაირი დოკუმენტი არ მომცეს, პასპორტიც კი იმ ავიაკომპანიის თანამშრომელს გადასცეს, რომლითაც სომხეთში მიშვებდნენ. პირველად არ ხდება, როცა საზღვარზე პრობლემები მექმნება. ომის შემდეგ, რამდენჯერაც საქართველოში ჩამოვედი, ნახევარი საათი საზღვარზე მაჩერებდნენ. მე საქართველოში ომამდე ვცხოვრობდი. ჩემს საქართველოში არშემოშვებას ჩემს პოლიტიკურ ხედვას ვუკავშირებ, რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, რადგან ომამდე შემოსვლაზე პრობლემა არ მქონია. ცოტა ხნის წინ რუსეთში აგენტადაც შემრაცხეს, თუმცა მე არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკური ცხოვრებით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული".

ბოლო პერიოდში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა კრემლის პოლიტიკის არაერთ მოწინააღმდეგეს, მათ შორის ჟურნალისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ბლოგერებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S