Apple-მა iPhone 14-ის სერიის სმარტფონები წარადგინა
07/09/2022 19:28:08 მსოფლიო
კომპანიამ Apple iPhone 14-ის სერიის სმარტფონები, iPhone 14, iPhone 14 Plus, Pro და Pro Max წარადგინა.
ირკვევა, რომ ახალი iPhone-ების შეკვეთა 9 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. უცხოური მედია წერს, რომ კომპანიამ არ გაზარდა ფასები, როგორც ამას ზოგიერთი ანალიტიკოსი ელოდა.
CNBC-ს ცნობით, ახალი Apple Watches-ის შეკვეთა უკვე დღეიდან, ოთხშაბათიდან იქნება შესაძლებელი, ახალი AirPods Pro კი 23 სექტემბერს გამოვა.
ცნობილი ხდება, რომ ახალ მოდელებს განახლებული აქვს დიზაინი და დამატებული აქვს ბევრი ფუნქცია, მათ შორის: ახალი დაბალი ენერგიის რეჟიმი, რომელიც ელემენტს მუშაობის საშუალებას უფრო დიდი ხნის განმავლობაში აძლევს, 48-მეგაპიქსელანი კამერა, უკეთესი ფოტოების გადაღების შესაძლებლობა დაბალ განათებაზე და განახლებული ფანარი.
როგორც გამოცემა Apple–ზე დაყრდნობით წერს, iPhone 14 Pro-ს ფასები 999 აშშ დოლარიდან , უფრო დიდი მოდელის ღირებულება კი 1099 დოლარიდან დაიწყება.


