ლიეტუვამ უკრაინას 105მმ–იანი ჰაუბიცები გაუგზავნა
07/09/2022 18:59:01 მსოფლიო
ლიეტუვამ უკრაინას 105მმ–იანი ჰაუბიცები გაუგზავნა.
"ლიეტუვა განაგრძობს უკრაინის შეიარღებული ძალების სამხედრო დახმარებას. ჩვენი 105მმ–იანი ჰაუბიცები უკრაინისკენ უკვე მიემართება", –აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო.
ამასთან, უწყბის ცნობით, უკრაინა შეიარაღების უწყვეტ მიწოდებას საჭიროებს და აქ პაუზები დაუშვებელია.
ცნობისთვის: ლიეტუვის მიერ უკრაინისთვის ამ დრომდე გაწეული სამხედრო დახმარება 120 მლნ ევროს უტოლდება, ხოლო მთალიანობაში დახმარება უკვე ნახევარ მილიარდ ევროს აჭარბებს.


