Accentnews.ge
ბალაკლეასთან მდებარე პუნქტ ნოვაია ჰუსაროვკაში უკრაინული დროშა აღიმართა (ვიდეო)

ბალაკლეასთან მდებარე პუნქტ ნოვაია ჰუსაროვკაში უკრაინული დროშა აღიმართა (ვიდეო)

07/09/2022 18:20:13 მსოფლიო

უკრაინული დროშა აღიმართა დღეს ქალაქ ბალაკლეის (ხარკოვსა და იზიუმს შორის მდებარე ქალაქი, რომელიც დროებით რუსეთის მიერაა ოკუპირებული) სიახლოვეს მდებარე დასახლებულ პუნქტ ნოვაია ჰუსაროვკაშიც, – იუწყება უკრაინული მედია და შესაბამის ფოტო–ვიდეო მასალას ავრცელებს.

ამ დროისთვის მედიის ცნობით, უკრაინული ძალები სავინცისკენ აგრძელებენ სვლას, რომელსაც პირდაპირი გზა აკავშირებს ვესიოლოესა და კუნიესთან – ქალაქ იზიუმისკენ გზაზე არსებულ სტრატეგიულ გზაჯვარედინთან.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბალაკლეაზე შეტევა წამოიწყეს.

მანამდე უკრაინამ წამოიწყო კონტრშეტევა ხერსონის ოლქში. ISW–ს სპეციალისტების თქმით, უკრაინული ჯარი ხერსონის ოლქში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიიწევს წინ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S