
რას პასუხობენ CRRC–ის რესპონდენტები კითხვას, ვინ შეიძლება, იგულისხმებოდეს „დეოლიგარქიზაციაში”
07/09/2022 15:33:01 საზოგადოება
Caucasus Research Resource Center-ის (CRRC) ახალი გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 35% ნაწილი მიიჩნევს, რომ „დეოლიგარქიზაციაში“ ექს–პრემიერი ბიძინა იავნიშვილი იგულისხმება.
კერძოდ, კითხვაზე, ვინ შეიძლება, იგულისხმებოდეს „დეოლიგარქიზაციაში“, გამოკითხულთა 35% ასახელებს ბიძინა ივანიშვილს, 3-3% – მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილს, 2-2% – ვანო ჩხარტიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს, 52% კი ამბობს, რომ არ იცის.
კვლევის ფარგლებში 1244 რესპონდენტი გამოიკითხა სატელეფონო ინტერვიუების სახით 20-დან 30 ივლისის პერიოდში. ცდომილება 2.8-დან 4.7%-მდეა.