Accentnews.ge
ალბანეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქალი მანამდე საქართველოში მოგზაურობდა

ალბანეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქალი მანამდე საქართველოში მოგზაურობდა

07/09/2022 15:00:52 საზოგადოება

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ალბანეთში დაკავებულთა შორისაა რუსეთის მოქალაქე სვეტლანა ტიმოფეევა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ლანა სატორი. იგი ცნობილი რუსი ფოტოგრაფია, რომელიც მიტოვებული შენობების, თავშესაფრების, ქარხნებისა და ადგილების გადაღებითაა ცნობილი.

როგორც გაირკვა, ლანა სატორი დაკავებამდე თბილისში მოგზაურობდა. ლანა სატორი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე დაკავებამდე აქვეყნებდა ფოტოებს, მათ შორის, თბილისიდან, სვანეთიდან, ჭიათურიდან, ანაკლიიდან, ბათუმიდან და საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან.

ტიმოფეევას საქართველოში ყოფნა შეამჩნია რონდელის ფონდის მკვლევარმა, ზურაბ ბატიაშვილმაც.

"საქართველოში მშვიდად დადიოდა სოფლებში, იღებდა უამრავ ფოტოს, ეცნობოდა ხალხს, სწავლობდა აქაურობას და არც არავის გასჩენია ეჭვი, ვინაა და რას აკეთებს ეს რუსი "ტურისტი" საქართველოში. რომ არა ალბანეთში ჩავარდნილი ოპერაცია, ისევ თავისუფლად გააგრძელებდა თავის საქმიანობას საქართველოშიც და სხვაგანაც. ასეთ უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ", - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S