
სტოლტენბერგი ერდოღანს შეხვდა
11/10/2019 14:59:33 სხვა, მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის და იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა თავდაცვისa და უსაფრთხოების საკითხები იყო.
მედიისთვის დახურულმა შეხვედრამ დოლმაბაჰჩეს სასახლეში ერთ საათს გასტანა. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარიც ესწრებოდნენ.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო შეშფოთებულია სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციით და ქურთების მიერ დაკავებული რადიკალი ისლამისტების ციხეებიდან გასვლის საფრთხესთან დაკავშირებით.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს და დანარჩენ ალიანსს „ისლამური სახელმწიფოს“ სახით საერთო მტერი ჰყავს და დაკავებულ ჯიჰადისტებს გაქცევის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ.