Accentnews.ge
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება

07/09/2022 10:50:56 მსოფლიო

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი შეხვედრას უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის ფარგლებში გამართავენ.

რუსეთის სახელმწიფო მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გაიმართება.

SCO–ს სამიტი 15-16 სექტემბერისთვისაა დაგეგმილი.

ორი ლიდერის შეხვედრა ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა.

ჩინეთი ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას ომისათვის რუსეთის კრიტიკასა და იმ სანქციების დარღვევისთვის თავის არიდებას შორის, რომლებიც მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა.

პეკინი აშშ-სა და ნატო–ს ადანაშაულებს მოსკოვის პროვოცირებაში და გმობს რუსეთისთვის დაწესებულ სადამსჯელო სანქციებს. კრემლი, თავის მხრივ, ჩინეთს უჭერს მხარს ვაშინგტონთან მზარდ დაძაბულობაში, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის ფონზე.

ამასთან, ჩინეთის ძალები რუსეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში სახელწდებით "ვოსტოკ-2022" მონაწილეობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S