Accentnews.ge
ISW: "რუსული ძალები ხარკოვში უკრაინელების წინსვლის შესაჩერებლად ხიდებს აფეთქებენ"

ISW: "რუსული ძალები ხარკოვში უკრაინელების წინსვლის შესაჩერებლად ხიდებს აფეთქებენ"

07/09/2022 09:41:59 მსოფლიო

"ომის კვლევის ინსტიტუტის" (ISW) განცხადებით, უკრაინა ხარკოვის ოლქში, რომელიც ნაწილობრივ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, კონტრშეტევაზე გადავიდა და რამდენიმე დასახლებული პუნტქის განთავისუფლება შეძლო.

ISW–ს ცნობით, რუსები ანადგურებენ ხიდებს ქალაქ ბალაკლიას აღმოსავლეთით, რათა შეაჩერონ უკრაინელების წინსვლა.

"ომის კვლევის ინსტიტუტის" ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები ასევე ცხადყოფს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ბალაკლიისგან 6 კილომეტრით დაშორებული საგუშაგოებიც.

ცნობისთვის: 6 სექტემბერს რიგი რუსული ტელეგრამ–არხები იუწყებოდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბალაკლეაზე (ხარკოვსა და იზიუმს შორის მდებარე ქალაქი, რომელიც დროებით რუსეთის მიერაა ოკუპირებული) შეტევა წამოიწყეს.

უკრაინამ უკვე წამოიწყო კონტრშეტევა ხერსონის ოლქში. ISW–ს სპეციალისტების თქმით, უკრაინული ჯარი ხერსონის ოლქში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიიწევს წინ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S