Accentnews.ge
ტურიზმის ადმინისტრაცია – 2019-ის აგვისტოსთან შედარებით, ტურისტული ვიზიტები მიმდინარე წელს 77.4%-ით აღდგა

ტურიზმის ადმინისტრაცია – 2019-ის აგვისტოსთან შედარებით, ტურისტული ვიზიტები მიმდინარე წელს 77.4%-ით აღდგა

07/09/2022 08:42:34 საზოგადოება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები 77.4%-ით აღდგა, მოგზაურთა ვიზიტები კი – 67.1 %-ით.

მისი ცნობით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 582 995 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 135.8%-იანი მატებაა.

ამასთან, გასულ წელთან შედარებით 195.5%-ით გაიზარდა საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობაც. კერძოდ, 2022 წლის აგვისტოში ქვეყანაში 912 041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

ბოლო 8 თვეში კი ქვეყანაში 2 251 978 ტურისტი შემოვიდა. აღნიშნული რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული ტურისტული ვიზიტების 65.3%-ს შეადგენს, ხოლო გასულ წელთან შედარებით 155%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას, იანვარ-აგვისტოში საქართველოში 3 256 370 მოგზაური შემოვიდა. ადმინისტრაციის ცნობით, 2019 წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 51.5 %-ს შეადგინა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი მოგზაურთა რაოდენობა 208.9%-ითაა გაზრდილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S