რუსეთმა შესაძლოა, უკრაინიდან ხორბლის გატანა კვლავ შეზღუდოს
07/09/2022 08:27:19 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „თავხედურ ტყუილში“ დასდო ბრალი დასავლეთის სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის განახლებას მოითხოვდნენ აფრიკის და მსოფლიოს სხვა ღარიბი ქვეყნებისთვის.
პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინიდან პრაქტიკულად, მთელი ხორბალი არა განვითარებად ქვეყნებში, არამედ ევროკავშირის სახელმწიფოებში მიაქვთ.
"მინდა, ვთქვა, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა, როგორც ბოლო ათწლეულებში და საუკუნეებში მოქმედებდნენ, როგორც კოლონიზატორები, ასევე აგრძელებენ დღესაც. კიდევ ერთხელ მოატყუეს განვითარებადი ქვეყნები და აგრძელებენ მათ მოტყუებას. ცხადია, ამ მიდგომით მსოფლიოში სურსათის პრობლემების მასშტაბები მხოლოდ გაიზრდება, სამწუხაროდ, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა. იქნებ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ შევზღუდოთ მარცვლეულისა და საკვების ექსპორტის მიმართულება ამ მარშრუტზე? აუცილებლად გავივლი ამ საკითხს თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან", – განაცხადა ერდოღანმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას "მოულოდნელი და უსაფუძვლო" უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიახილო პოდოლიაკმა. მან სააგენტო "როიტერსს" განუცხადა, რომ რუსეთს შეთანხმების გადახედვის არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია, რადგან უკრაინა პირობებს ასრულებს. პოდოლიაკის შეფასებით, მსგავსი განცხადებები ახალი აგრესიული თემების მოძიების მცდელობაა.
უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან აკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.


