Accentnews.ge
თურქეთი FIBA-ს არ ეთანხმება და გადწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

თურქეთი FIBA-ს არ ეთანხმება და გადწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

07/09/2022 07:58:14 საზოგადოება

თურქეთის კალათბურთის ფედერაცია არ ეთანხმება კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) გადაწყვეტილებას, რომელიც ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის სადავო მატჩს ეხება და შედეგს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრებს, რომელიც ლოზანაში, შვეიცარიაში მდებარეობს, – იუწყება Eurohoops.

მანამდე, თურქეთმა FIBA–ს მიმართა, რომლის განცხადებით, 22-წამიან შეცდომას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა მას შედეგის შეცვლა არ შეეძლო და მატჩის საბოლო რეზულტატი არ შეცვალა. რაც შეეხება დაპირისპირების ეპიზოდს, FIBA აღნიშნავს, რომ გამოძიებას აგრძელებს.

თბილისში ჩამოვიდა თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჰედო თურქოღლუ, რომელმაც გაკრიტიკა, როგორც FIBA ასევე ქართული მხარე.

“FIBA ყოველდღიურად უფრო ინგრევა სამსაჯო შეცდომებისა და ორგანიზებულობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით თუ ჩვენ შევხედავთ რა ხდება გერმანიასა და საქართველოში, ნათლად ჩანს, რომ FIBA თავის ძალას კარგავს. ეს არის ევროპული კალათბურთის სკანდალი. ასეთი სკანდალების მიღება ადვილი არაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის”, – განაცხადა თურქოღლუმ.

ამასთან, იგი გამოეხმაურა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებას, რომელიც თურქული მხარის პროვოკაციებს შეეხებოდა.

“თუ ისინი ფიქრობენ, რომ ეს პროვოკაციაა, რატომ არ უჩვენებენ ჩანაწერებს საზოგადოებას? თუ სითამამე აქვთ, რატომ არ გვიჩვენებენ კამერას, რა მოხდა გასახდელის წინ? შემდეგ ჩვენ დავინახავდით, ვინ იტყუება და ვინ არა”, – განაცხადა თურქოღლუმ.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში შედგა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში და ქართველმა კალათბურთელებმა მიმდინარე შეჯიბრებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს - 88:83. შეხვედრის ბოლო მეოთხედში, ფურკან კორკმაზსა და დუდა სანაძეს შორის კონფლიქტი მოხდა, რის გამოც მსაჯმა ორივე კალათბურთელი გააძევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S