Accentnews.ge
დიდ ბრიტანეთს ახალი მთავრობა ჰყავს

დიდ ბრიტანეთს ახალი მთავრობა ჰყავს

07/09/2022 06:18:38 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ დაამტკიცა მთავრობის ახალი კაბინეტი, რომელსაც ლიზ ტრასი უდგას სათავეში.

ტრასმა გაიმარჯვა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობისთვის ბრძოლაში და 6 სექტემბერს გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი იქნება. თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი ერთ-ერთი მცირეთაგანია, ვინც ახალ კაბინეტში საკუთარი თანამდებობა შეინარჩუნა. მას ეს "პოსტი" 2019 წლიდან უკავია.

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გახდა სუელა ბრავერმანი. ადრე მას გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა. ბრავერმანმა უნდა შეიმუშაოს მთავრობის გეგმა რუანდაში იმ მიგრანტების დეპორტაციის შესახებ, რომლებიც დიდ ბრიტანეთში იურიდიულ პრობლემებს წააწყდნენ.

ფინანსთა მინისტრად დაინიშნა კვაზი კვარტენგი, რომელიც წარსულში ბიზნესის საკითხების მინისტრი იყო. კვარტენგი აქტიურად უჭერს მხარს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას, როგორებიცაა ქარის ტურბინები და მზის ბატარეები, მათ შორის - ის მხარს უჭერს ბირთვულ ენერგეტიკას.

ახალი პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი დიდი ხნის თანამოაზრე, საფოლკ კოუტალი, გახდა ჯანდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S