Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიებს დიდი დანაკარგები აქვთ"

უკრაინის გენშტაბი: "რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიებს დიდი დანაკარგები აქვთ"

07/09/2022 05:52:15 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანებს, რომელთა დაქირავებული მებრძოლები უკრაინაში დროებით დაპყრობილ ტერიტორიებზე მოქმედებენ, მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხარკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტში, ოლექსანდროვკაში კერძო სამხედრო კომპანიების ცალკეული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის 40%-ზე მეტი მოკლული, ან მძიმედ დაჭრილია, ბევრის იდენტიფიცირება კი, ვერ ხერხდება და დაკარგულად ითვლებიან.

რუსეთი უკვე წლებია კერძო სამხედრო კომპანიებს, ძირითადად, "ვაგნერს" იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში. "ვაგნერის" დამფუძნებლად და დამფინანსებლად მიჩნეულია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი, პუტინის „პირად მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი. იგი აშშ-ის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია.

ცნობისთვის: 6 სექტემბერს რიგი რუსული ტელეგრამ–არხები იუწყებოდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბალაკლეაზე (ხარკოვსა და იზიუმს შორის მდებარე ქალაქი, რომელიც დროებით რუსეთის მიერაა ოკუპირებული) შეტევა წამოიწყეს.

უკრაინამ უკვე წამოიწყო კონტრშეტევა ხერსონის ოლქში. ISW–ს სპეციალისტების თქმით, უკრაინული ჯარი ხერსონის ოლქში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიიწევს წინ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S