Accentnews.ge
რუსეთმა სანქციები აშშ-ის კიდევ 25 მოქალაქეს, მათ შორის, შონ პენს დაუწესა

რუსეთმა სანქციები აშშ-ის კიდევ 25 მოქალაქეს, მათ შორის, შონ პენს დაუწესა

06/09/2022 15:32:31 მსოფლიო

მოსკოვმა სანქციები აშშ-ის კიდევ 25 მოქალაქეს დაუწესა.

BBC-ის ინფორმაციით, სანქცირებულთა შორის მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერიც არიან. სანქციები ასევე დაუწესდა რამდენიმე ამერიკელ კონგრესმენს, ოფიციალურ პირებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს.

ცნობისთვის: შონ პენი და ბენ სტილერი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას დიდი ხანია, ღიად გამოხატავენ.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ შონ პენი უკრაინაში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩავიდა. ის ბუჩასა და ირპენს ეწვია. ბენ სტილერი კი ივნისში კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის გმირი უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S