Accentnews.ge
CREA: "რუსეთი ენერგომატარებლების გაყიდვით მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ომზე ხარჯავს"

CREA: "რუსეთი ენერგომატარებლების გაყიდვით მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ომზე ხარჯავს"

06/09/2022 11:08:39 მსოფლიო

რუსეთის შემოსავალი, რომელსაც ის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წიაღისეული ენერგომატარებლების გაყიდვით იღებს, ბევრად აღემატება ომის ხარჯებს, -ნათქვამია "ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის" ფინური ცენტრის CREA ანგარიშში.

კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ბოლო ექვსი თვის პერიოდში რუსეთმა 158 მილიარდი ევროს შესაბამისი შემოსავალი მიიღო, ხოლო ხსენებულ პერიოდში კრემლის მიერ გაწეული ომის ხარჯები 100 მილიარდი ევროა.

ანგარიში ეხება ნავთობის, გაზის და ქვანახშირის ექსპორტს 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე და აჯამებს საზღვაო და მილსადენებით ტრანსპორტით მონაცემებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, უდიდესი მომხმარებელია ევროკავშირი, რომელმაც 85 მილიარდი ევრო გადაიხადა და მას მოჰყვება ჩინეთი - რომელსაც რუსეთიდან მიღებული ენერგომატარებლები 35 მილიარდი ევროს შესაბამისი თანხა დაუჯდა. ევროკავშირში რუსეთის ენერგორესურსების უდიდესი მომხმარებელია ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე გერმანია.

CREA-ს მკვლევარი ლაური მილივირტა განმარტავს, რომ რუსეთი კვლავაც იღებს სარეკორდო შემოსავალს მიუხედავად იმისა, რომ ასე შემცირდა საწვავის ექსპორტის მოცულობა.

"საჭიროა მთავრობებმა დააწესონ ტარიფები ან რუსეთიდან იმპორტის ფასების შეზღუდვა და დააჩქარონ ენერგომომარაგების ზომები. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ნავთობის და გაზის მოხმარების შემცირება სუფთა ენერგიის და ელექტროენერგიის გამოყენების დაჩქარებით თბური ტუმბოების და ელექტრომობილების საშუალებით“, აღნიშნავს მკვლევარი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S