უკრაინა კონტრშეტევას ხერსონის გარდა, რამდენიმე სხვა მიმართულებითაც აანონსებს
06/09/2022 10:59:48 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევის დაწყებას არამხოლოდ ხერსონის რაიონში, არამედ რამდენიმე მიმართულებით გეგმავენ.
"ეს ძალიან რთული ომია. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიას. ეს ამოცანა რთულია და მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. ეს მხოლოდ დროის საკითხია. სამხედრო მოქმედებების დეტალებს ვერ განვიხილავ. მინდა, რომ მტერმა ჩვენგან სიურპრიზები მიიღოს", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ კიევის ცნობით, უკრაინა ხერსონში კონტრშეტევაზე 29 აგვისტოდან გადავიდა.


