რუსეთს სადაზვერვო დრონების დეფიციტი აქვს, რამაც შესაძლოა, რუსული ძალები შეანელოს – ბრიტანული დაზვერვა
06/09/2022 10:19:12 მსოფლიო
რუსული სამხედრო დოქტრინა ბოლო წლებში სულ უფრო მეტად ეყრდნობოდა უპილოტო საფრენ აპარატებს დაზვერვის მიზნით, მაგრამ მათზე წვდომა შეზღუდული აქვს სანქციების გამო,– ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
”ბოლო წლებში, რუსეთის დოქტრინამ მზარდი მნიშვნელობა მიანიჭა უპილოტო საფრენი აპარატების როლს, განსაკუთრებით მისი არტილერიის მიერ დარტყმითი სამიზნეების იდენტიფიცირებაში”, - აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.
უწყება აღნიშნავს, რომ დრონები დაუცველები არიან როგორც პირდაპირი დაზიანების, ასევე ელექტრონული კონტრზომების მიმართ.
„საბრძოლო დანაკარგების ფონზე, სავარაუდოა, რომ რუსეთს უჭირს დრონების მარაგის შენარჩუნება, რომელიც ამოწურულია საერთაშორისო სანქციებით გამოწვეული სათადარიგო ნაწილების დეფიციტის გამო. სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებზე შეზღუდულმა წვდომამ შესაძლოა, გააუარესოს მეთაურების ტაქტიკურ სიტუაციური ცნობიერება და სულ უფრო შეანელოს რუსული ოპერაციები“, - ნათქვამია ანგარიშში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ასევე მოჰყავს Odesa Journal-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, რუსულმა თვითმფრინავებმა 5 სექტემბერს დრონებმა დასავლეთ სანაპიროზე 27 გაფრენა განახორციელეს, აგვისტოს თვეში კი დღეში 50–ს ახორციელებდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთმა ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 876 თვითმფრინავი დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს თურქეთისგან ჰქონდა დრონების შესყიდვის მცდელობა, თუმცა უარი მიიღო. არსებული ცნობებით, ირანმა რუსეთს გაუგზავნა უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს.
იხილეთ ასევე: იაფი და დაბალტექნოლოგიური: რას შეცვლიან ირანული დრონები


