Accentnews.ge
პუტინი ჩავიდა პრიმორსკის მხარეში, სადაც სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

პუტინი ჩავიდა პრიმორსკის მხარეში, სადაც სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

06/09/2022 08:43:13 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა შორეულ აღმოსავლეთში მდებარე პრიმოსრკის მხარეში, სადაც სამხედრო სწავლება „ვოსტოკ-2022“ მიმდინარეობს.

კრემლის პრეს–მდივნის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, პუტინი იმყოფება სერგეევკის პოლიგონზე, დახურულ თათბირს მართავს თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს, გერასიმოვთან და თუ ამინდი გაუმჯობესდება, სამხედრო წვრთნების მიმდინარეობასაც დააკვირდება.

სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება 31 აგვისტოს გაიხსნა, აქტიური ფაზა 1 სექტემბერს დაიწყო და 7 სექტემბერს დასრულდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში რუსი სამხედროების გარდა მონაწილეობს ალჟირის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ჩინეთის, ინდოეთის, ყირგიზეთის და მონღოლეთის შეიარაღებული ძალების 2 ათასზე მეტი სამხედრო.

„ვოსტოკ-2022“ უკრაინაში ომის პარალელურად მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S