
დელ პიერო: "უფრთხილდით კვარაცხელიას, ნიჭიერსა და არაპროგნოზირებადს"
06/09/2022 08:31:33 საზოგადოება
"იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიური კლუბების შესახებ ისაუბრა. მას "ნაპოლის" შესახებაც ჰკითხეს, დასუსტდა თუ არა კლუბი კაილდუ კულიბალისა და ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ.
„არა, ვფიქრობ „ნაპოლი“ გაძლიერდა. ძალიან ვაფასებ ლუჩიანო სპალეტის საქმიანობას, რომელიც გუნდის აღდგენას კონტრუქციულად მიუდგა: ჯერ ერთი, გუნდს დიდებული მახასიათებლები აქვს და შემდეგ კი უფრთხილდით კვარაცხელიას, არაპროგნოზირებადსა და ნიჭიერს. როგორც ჩანს, იგი ევროპაში სათამაშოდ არის დაბადებული“, – განაცხადა დელ პიერომ "Gazzetta Dello Sport"-თან ინტრვიუში.