Accentnews.ge
ბაირაქტარი: „ევროპაში თურქული დრონების მიმართ ინტერესი იზრდება“

ბაირაქტარი: „ევროპაში თურქული დრონების მიმართ ინტერესი იზრდება“

06/09/2022 08:09:17 მსოფლიო

უკრაინის ომმა გამოიწვია ევროპის ქვეყნების მოთხოვნის ზრდა ისეთ დრონებზე, როგორიცაა Bayraktar TB2 და Bayraktar Akıncı,– ამის შესახებ თურქულ გამოცემა Anadolu–ს Baykar Makina-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა განუცხადა, რომელიც პოლონეთში იმყოფება თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად.

ბაირაქტარის თქმით, მისი კომპანია ამჟამად რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

მან გაიხსენა, რომ კომპანიამ კონტრაქტები გააფორმა Bayraktar TB2-ის მიწოდებაზე 24 ქვეყანასთან, ხოლო Bayraktar Akıncı-სთვის – 4 ქვეყანასთან.

გამოფენაზე დრონებით პოლონეთის პრეზიდენტი დაინტერესდა.

ბაირაქტარმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თურქეთისთვის, როგორც ნატოს მოკავშირისთვის:

„თურქეთი ამ გამოფენაზე „წამყვანი ქვეყნის“ პოზიციას იკავებს მისი თავდაცვისა და საჰაერო კოსმოსური სექტორების პოტენციალისა და შესაძლებლობების გამო.

აქ 26 თურქული კომპანიაა წარმოდგენილი“.მისი თქმით, 2021 წლის მაისში პოლონეთმა 4 Bayraktar TB2 სისტემის შეკვეთა გააკეთა.

„ამ კუთხით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მის წარმოებაზე. პოლონეთისთვის Bayraktar TB2-ის განვითარებაში ცვლილებებია და ასევე საჭიროა გაუმჯობესება. არსებობს განსხვავებები მონაცემთა გადაცემის სისტემასა და რადარის დატვირთვაში. ამასთან, ამ კონტრაქტის მიხედვით, პოლონეთში შეიქმნება პირობები დრონის ყოვლისმომცველი მოვლა-პატრონობისთვის. პოლონეთი ძალიან დიდი ბაზარია, მაღალი შესყიდვის პოტენციალითა და დიდი ინვესტიციებით თავდაცვისა და საჰაერო კოსმოსურ სექტორებში. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი თურქეთისთვისაც“, - განაცხადა მან.

ბაირაქტარმა დასძინა, რომ პოლონეთში მიწოდება მომავალ თვეში დაიწყება.

მან ასევე აღნიშნა ევროპის ქვეყნების გაზრდილი ინტერესი თავდაცვისა და საავიაციო საერთაშორისო გამოფენის SAHA Expo-ს მიმართ, რომელიც 25-28 ოქტომბერს სტამბულში გაიმართება:

„SAHA Expo ყოველწლიურად მზარდი ინტერესის მქონე ღონისძიებაა.

ჩვენ ვგეგმავთ ძალიან ეფექტური გამოფენის მოწყობას ექსპერტთა ჯგუფებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც დეტალურად წარმოაჩენს თურქეთის მიღწევებს თავდაცვის ინდუსტრიასა და ტექნოლოგიაში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S