
28 აგვისტოდან 2 სექტემბერამდე პერიოდში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 12 787 შემთხვევა გამოვლინდა
06/09/2022 07:45:39 საზოგადოება
28 აგვისტოდან 2 სექტემბერამდე პერიოდში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 12 787 შემთხვევა გამოვლინდა, 14 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 პირი გარდაიცვალა.
ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 17.41%, ბოლო 14 დღის - 17.67%.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 73 436 ტესტი.
წინა კვირის (21.08-28.08) მონაცემებით, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 13 737 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 486 პირი, გარდაიცვალა სამი პაციენტი.