რამდენმა ადამიანმა დატოვა რუსეთი პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ
06/09/2022 07:22:31 მსოფლიო
წლის დასაწყისიდან რუსეთი 419 000-მა ადამიანმა დატოვა. ეს ორჯერ აღემატება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს, – იუწყება РБК როსსტატის მონაცემებზე დაყრდნობით.
2021 წლის პირველ ნახევარში რუსეთში მიგრაციის ზრდა დაფიქსირდა, რომელმაც 114 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა. ხოლო ამავე წლის პირველ ექვს თვეზე 97 ათასი ადამიანი მოდიოდა.
რუსეთიდან ყველაზე მეტი ადამიანი გაემგზავრა უკრაინაში, ტაჯიკეთში, სომხეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში, ასევე ჩინეთში, ვიეტნამში და ინდოეთში.
2022 წლის დასაწყისში რუსეთი დსთ-ს ქვეყნებში გაემგზავრა 368 ათასი ადამიანი, ხოლო დსთ-დან რუსეთში – 294 ათასი. როსსტატის მონაცემებით, 50 000-ზე ცოტა მეტი ადამიანი გაემგზავრა შორეულ ქვეყნებში, ხოლო რუსეთში 27 000 ჩავიდა.
ამრიგად, რუსეთის ფედერაციიდან წასულთა რაოდენობა გაორმაგდა, როგორც დსთ-ს ქვეყნებში, ისე სხვა ქვეყნებში წასულების გამო, – განაცხადა როსსტატმა.
ამავე წყაროს ცნობით, წლის დასაწყისიდან რუსეთში დროებითი თავშესაფარი მიიღო 64 500-მა ადამიანმა, მათგან სამმა მიიღო ლტოლვილის სტატუსი, ხოლო ოთხმა – იძულებითი მიგრანტის. ყველაზე მეტი ლტოლვილი მოსკოვში ცხოვრობს - 215 ადამიანი, რაც მათი საერთო რაოდენობის 72%–ია.
გარდა ამისა, როსსტატის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან რუსეთში მთლიანი მოსახლეობა 480 600 ადამიანით, ანუ 0,33%–ით შემცირდა. მოსახლეობის ბუნებრივმა კლებამ 384 ათასი ადამიანი შეადგინა (გასულ წელს 422 ათასი. ეს მონაცემები მოიცავს ანექსირებული ყირიმის მოსახლეობასასაც.
***
ერთ–ერთი ქვეყანა, სადაც რუსეთის მოქალაქეების აქტიური შემოდინება ფიქსირდება, საქართველოა.
იხილეთ ასევე: რა რისკებს ქმნის ათასობით რუსული პასპორტი საქართველოში


