
შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
06/09/2022 07:19:16 საზოგადოება
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მონიტორინგის ჯგუფები რჩებიან.
ხანძარი სოფელ შილდის ტყეში 1 სექტემბერს გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.