აშშ-ის დაზვერვა - რუსეთი საბრძოლო მასალას ჩრდილოეთ კორეიდან შეიძენს
06/09/2022 07:07:39 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად ჩრდილოეთ კორეიდან მილიონობით რაკეტისა და საარტილერიო ჭურვის შეძენის პროცესშია, - ამის შესახებ შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მისი ცნობით, ის ფაქტი, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას მიმართავს, ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები შეიარაღების მომარაგების კუთხით კვლავ განიცდიან სერიოზულ დეფიციტს, რაც ნაწილობრივ, ექსპორტის კონტროლისა და დაწესებული სანქციების გამოა.
რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინაში გამოყენების მიზნით ირანული წარმოების "დრონები" შეიძინა.
იხილეთ ასევე: იაფი და დაბალტექნოლოგიური: რას შეცვლიან ირანული დრონები


