რუსეთი იაპონიასთან რიგ შეთანხმებებს წყვეტს
05/09/2022 19:15:22 მსოფლიო
რუსეთმა შეწყვიტა შეთანხმებები იაპონიასთან გამარტივებული ვიზიტების შესახებ კუნძულ კუნაშირზე, იტურუპსა და მცირე კურილის ქედზე, - ნათქვამია, რუული სახელისუფლებო მედიის ცნობით, მთავრობის განკარგულებაში, რომელიც გამოქვეყნდა იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე.
საუბარია 1991 წლის ხელშეკრულებების შეწყვეტაზე ორმხრივი მოგზაურობის პროცედურის შესახებ და 1999 წლის – ამ ადგილებში ვიზიტების ორგანიზების მაქსიმალური შემსუბუქების შესახებ. ამ უკანასკნელის თქმით, კუნძულების ყოფილ მაცხოვრებლებს, ოჯახის წევრებთან ერთად, ჰქონდათ კუნძულებზე გამარტივებული შესვლის უფლება. ამ უკანასკნელი შეთანხმების მიხედვით, კუნძულების ყოფილ მაცხოვრებლებს ოჯახის წევრებთან ერთად ჰქონდათ კუნძულებზე გამარტივებული წესით შესვლის უფლება.
***
იაპონიას აქვს პრეტენზია კურილის ოთხ სამხრეთ კუნძულზე - იტურუპი, შიკოტანი, კუნაშირი და ხაბომაი. კუნძულების ანექსია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირმა მოახდინა და იქიდან იაპონელები გამოასახლეს.
1956 წელს მოსკოვმა და ტოკიომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულება არასოდეს დადებულა.2003 წლამდე იაპონური დიპლომატია კუნძულებს ოფიციალურად უწოდებდა "არალეგალურად ოკუპირებულს", ხოლო 2012 წლამდე - "საგვარეულო მიწებს". 2012 წლიდან ხელისუფლება მსგავს ფორმულირებებს თავს არიდებდა რუსეთთან კომპრომისის მიღწევის იმედით.
მარტის დასაწყისში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ამ ტერიტორიებს „თავდაპირველად იაპონური“ უწოდა, ხოლო შემდეგ, "უკანონოდ ოკუპირებული". ამის შემდეგ მოსკოვმა ფაქტობრივად შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკებები.


