Accentnews.ge
შმიგალი: "უკრაინა ევროკავშირისგან 500 მლნ ევროს მიიღებს"

შმიგალი: "უკრაინა ევროკავშირისგან 500 მლნ ევროს მიიღებს"

05/09/2022 18:45:27 მსოფლიო

სახელმწიფო ბიუჯეტის სტაბილიზაციის მხარდასაჭერად უკრაინა ევროკავშირისგან 500 მილიონ ევროს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ–მინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს 5 შეთანხმებას, რომელიც აახლოებს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებასთან და ხელს უწყობს სახელმწიფოს სტაბილურობას რუსი აგრესორის წინააღმდეგ ომში.

არსებული ინფორმაციით, ეს თანხები განათლების, სოფლის მეურნეობისა და სახლების რესტავრაციის საჭიროებებზეა გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ევროკავშირმა უკრაინას ომის ფინანსური შედეგების გადაჭრისთვის 1 მლრდ ევროს დახმარება გამოუყო. პაკეტის საერთო მოცულობა კი 9 მლრდ ევროს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S