Accentnews.ge
კარა მაკდონალდი: "პუტინმა ორი მცდარი ვარაუდი გააკეთა"

კარა მაკდონალდი: "პუტინმა ორი მცდარი ვარაუდი გააკეთა"

05/09/2022 15:16:45 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი მცდარი ვარაუდი გააკეთა, როდესაც უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდება უკრაინას!" განაცხადა.

"იგი [პუტინი] არ მოელოდა უკრაინელი ხალხის ასეთ სიმამაცეს და არ მოელოდა ერთიანობას, არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან. ზუსტად ეს არის გამარჯვების სტრატეგია: არ დაგავიწყდეთ ხალხის ძალა, რომელიც თავისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის", – განაცხადა მაკდონალდმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S