რუსულმა სასამართლომ "ნოვაია გაზეტას" ლიცენზია გაუუქმა
05/09/2022 14:01:52 მსოფლიო
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ "როსკომნადზორის" სარჩელი დააკმაყოფილა და "ნოვაია გაზეტას" ლიცენზია გაუუქმა.
კომუნიკაციის სფეროში რუსეთის ფედერალური ზედამხედველობის სამსახური გამოცემისთვის 2006 წელს მინიჭებული ლიცენზიის ბათილად ცნობას მოითხოვდა.
სარჩელი უწყებამ სასამართლოში ივლისის ბოლოს შეიტანა. სარჩელი ეფუძნება ორ გაფრთხილებას, რომლებიც გამოცემამ 24 და 28 მარტს მიიღო, ვებ–საიტზე ორ სიახლეზე "უცხოური აგენტების" ეტიკეტების არარსებობის მიზეზით.
გაზეთი აცხადებს, რომ ხსენებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
"ნოვაია გაზეტამ" ონლაინ და ბეჭდური საქმიანობა 28 მარტს შეაჩერა. გაზეთის რედაქტორი დმიტრი მურატოვი ნობელის პრემიის ლაურეატია. მურატოვმა მარტში მედლის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.


