
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
05/09/2022 11:00:53 საზოგადოება
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის ცნობით, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. პარალელურად, სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს ავიაცია, სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
ხანძარი სოფელ შილდის ტყეში 1 სექტემბერს გაჩნდა. მეხანძრე - მაშველები, თავდაცვის ძალები, სატყეო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები 5 დღის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ლოკალიზებას. რა ფართობია განადგურებული, ჯერ უცნობია.