Accentnews.ge
რუსული ჯარი დონეცკის ოლქში კვირაში 1კმ სიჩქარით მიიწევს წინ - ბრიტანული დაზვერვა

რუსული ჯარი დონეცკის ოლქში კვირაში 1კმ სიჩქარით მიიწევს წინ - ბრიტანული დაზვერვა

05/09/2022 10:05:14 მსოფლიო

რუსული ჯარი დონეცკის ოლქში კვირაში 1კმ სიჩქარით მიიწევს წინ, - იუწყება ბრიტანული დაზვერვა და იქვე დასძენს, რომ დონბასი პუტინის არმიის ძირითად ძალისხმევად რჩება.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ სექტორში (ავდეევკა და ბახმუტი) რუსებმა ყველაზე ხელშესახებ წარმატებას მიაღწიეს, რუსული არმია კვირაში მხოლოდ 1კმ-ით წინ წაწევას ახერხებებს. კრემლი მთელი დონეცკის ოლქის დაკავებას ლამობს, რათა განაცხადოს დონბასის "გათავისუფლების" თაობაზე, თუმცა რუსებმა აქ წარმატების მიღწევის დეკლარირებული ვადები უკვე რამდენჯერმე შეცვალეს. ამჯერად ვადად 15 სექტემბერია გამოცხადებული, მაგრამ საეჭვოა, მიზანი დათქმულ ვადაში შესრულდეს, რაც კიდევ უფრო გაურთულებს რუსებს ოკუპირებული ტერიტორიების მისაერთებლად რეფერენდუმების ჩატარების გეგმას" - იუწყება ბრიტანული დაზვერვა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ [რუსეთი დღემდე ასე უწოდებს უკრაინაში მის მიერ წარმოებულ არაპროვოცირებულ, სრულმასშტაბიან ომს] მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S