Accentnews.ge
"დასავლეთიდან მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ რუსეთ–უკრაინას შორის ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს იმ წინაპირობას, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის მთელი ტერიტორია დატოვონ"

"დასავლეთიდან მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ რუსეთ–უკრაინას შორის ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს იმ წინაპირობას, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის მთელი ტერიტორია დატოვონ"

05/09/2022 09:29:04 მსოფლიო

უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ უოლკერი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს იმ წინაპირობას, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინის მთელი ტერიტორია დატოვონ. ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდება უკრაინას!" განაცხადა.

ამასთან, მან ისაუბრა იმ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზე, რაც, მისი თქმით, დასავლეთმა უკრაინას უნდა გაუწიოს.

"ჩვენ უკრაინას უნდა მივაწოდოთ რაც შეიძლება შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ავია–გამანადგურებლები, ტანკები და საჰაერო თავდაცვის სისტემები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამასთან, აუცილებელია, უკრაინის ეკონომიკისთვის დახმარების გაწევა. ომის გამო უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით 30%-ით შემცირდა. ჩვენ გვჭირდება კერძო სექტორის დაბრუნება და მე შევთავაზებდი, რომ ევროკავშირმა, აშშ-მა, კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ დანიშნოს სპეციალური კოორდინატორი უკრაინის აღდგენისთვის, რომ ვიმუშაოთ უკრაინასთან ერთად, რათა ქვეყნის ეკონომიკა განვითარების ჩვეულ რეჟიმს დაუბრინდეს", - განაცხადა უოლკერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S