
შილდის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება
05/09/2022 07:35:25 საზოგადოება
შილდის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ცეცხლის ქრობის ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
მეხანძრე-მაშველების გარდა, პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ვერტმფრენი და რამდენიმე ასეული სამხედრო თავდაცვის ძალებიდან.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.