Accentnews.ge
ავსტრალიელმა მხატვარმა, კრიტიკის შემდეგ, ჩახუტებული რუსი და უკრაინელი სამხედროების ფრესკა გადაღება

ავსტრალიელმა მხატვარმა, კრიტიკის შემდეგ, ჩახუტებული რუსი და უკრაინელი სამხედროების ფრესკა გადაღება

05/09/2022 06:45:13 მსოფლიო, საზოგადოება

ავსტრალიელმა მხატვარმა პიტერ სიტონმა მელბურნში, შენობის კედელზე ჩახუტებული უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები დახატა, მაგრამ კრიტიკის შემდეგ მას ფრესკის დახატვა მოუწია, წერს BBC-ის რუსული სამსახური.

მხატვრის თქმით, მისი ნამუშევარი რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოწოდებაა.

ნაწილმა ნამუშევარი რუსულ პროპაგანდას შეადარა, ზოგმა კი აღნიშნა, რომ ფრესკა ორი მხარის ცრუ მორალურ თანასწორობას ასახავს.

"რას იფიქრებდა ხალხი, თუ ფრესკაზე გამოსახული იქნებოდა ჩახუტებული მოძალადე და მსხვერპლი?" - კითხულობს უკრაინის ორგანიზაციების ავსტრალიის ფედერაციის თანათავმჯდომარე სტეფან რომანივი.

უკრაინის ელჩმა ავსტრალიაში ვასილი მიროშნიჩენკომ მის საქმიანობას "ყველა უკრაინელისთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელი" უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S