მედია - ბალტიის ზღვაში, ლატვიის სანაპიროსთან თვითმფრინავი ჩამოვარდა
05/09/2022 05:58:54 მსოფლიო
ბალტიის ზღვაში, ლატვიის სანაპიროსთან კერძო თვითმფრინავი იდუმალ ვითარებაში ჩამოვარდა, – იუწყება BBC.
მისი ცნობით, თვითმფრინავი ესპანეთის სამხრეთ ნაწილიდან აფრინდა და გერმანიის ქალაქ კიოლნში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ კურსი შეიცვალა და ბალტიის ზღვის მიმართულებით გაფრინდა.
"თვითმფრინავის არასტაბილური ფრენის დასაკვირვებლად ჰაერში ნატო-ს სამხედრო თვითმფრინავები აფრინდნენ. ნატო-ს პილოტები და შვედეთის ოფიციალური პირები, რომლებიც თვითმფრინავს თვალყურს ადევნებდნენ, კაბინაში ვერავის ხედავდნენ", – იუწყება BBC.
როგორც გამოცემა იტყობინება, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა ლატვიის ქალაქ ვენტსპილსთან სამაშველო ჯგუფები ლატვიიდან, შვედეთიდან და ლიეტუვიდან მალევე მივიდნენ კატასტროფის ზონაში. შვედეთის სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელმა, ლარს ანტონსონმა თქვა, რომ თვითმფრინავი საწვავის ამოწურვის შემდეგ ჩამოვარდა, თუმცა ადამიანთა ნაშთები ნაპოვნი ამ დრომდე არ არის.


