Accentnews.ge
ფოტიგა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ სააკაშვილის მონახულებაზე ისევ უარი უთხრა

ფოტიგა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ სააკაშვილის მონახულებაზე ისევ უარი უთხრა

05/09/2022 05:55:05 საზოგადოება

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ კვლავ უარი უთხრა მას მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ამის შესახებ ის "ტვიტერზე" წერს.

ამასთან, აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დედისგან – გიული ალასანიასგან და თანაგუნდელისგან – გიორგი ჩალაძისგან მოისმინა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია.

"აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობითა და მხნეობით", - წერს ევროპარლამენტარი.

ანა ფოტიგა საქართველოში დაგეგმილი ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც დღეს იწყება. მანამდე იგი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან მივიდა.

ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი გასული წლის 10 ნოემბერსაც ითხოვა, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღო.

მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S