კანადაში სულ მცირე, 10 ადამიანი მოკლეს, არიან დაჭრილებიც
05/09/2022 05:50:56 მსოფლიო
სულ მცირე,10 ადამიანია მოკლული და 15 დაჭრილი კანადის ცენტრალურ ნაწილში, სასკაჩევანის პროვინციაში. პოლიციის ინფორმაციით, ცხედრები და დაჭრილები კვირას აღმოაჩინეს 13 სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ინდიელთა დასახლებებში, ჯეიმს სმიტსა და უელდონში.
მკვლელობაში ეჭვმიტანილია ორი პირი - 31 წლის დემიენ სანდერსონი და 30 წლის მაილს სანდერსონი, რომლებსაც პოლიცია ეძებს. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცავებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ეჭვმიტანილები, რომლებიც სავარაუდოდ, შავი ფერის ავტომანქანა „ნისანით“ მოძრაობენ, შეიარაღებულნი და საშიშნი არიან.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ მომხდარს სულისშემძვრელი უწოდა და განაცხადა, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.


