Accentnews.ge
ქართველი მხატვრები მანჰეტენზე გამოფენისთვის ემზადებიან

ქართველი მხატვრები მანჰეტენზე გამოფენისთვის ემზადებიან

04/09/2022 09:20:53 საზოგადოება

კოვიდ პანდემიის დროს გამოცხადებული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კომპანია Madatart ისევ ანახლებს აქტიურ შემოქმდებით სამუშაოებს და პირველი გრანდიოზული გამოფენა ქართველი მხატვრებისთვის 3-9 ოქტომბერს მანჰეტენზე ტრიბეკაში გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენისთვის მონაწილეების ნაწილი უკვე შერჩეულია.

"ამერიკული არტპრომოუშენ კომპანია Madatart ქართველი მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის კარგად არის ცნობილი 2016 წლიდან დღემდე კომპანიამ 200 ზე მეტი ქართველი ხელოვანის ნამუშევარი გამოფინა ნიუ-იორკსა და მაიმიში. გამოფენისთვის მონაწილეების ნაწილი უკვე შერჩეულია, გადაწყვეტილია, რომ ლეა ასიტაშვილი, ლევან ბურდული, ცირა ახობაძე, ლელა ქართველი, ანუკი ბუჯიაშვილი, თამარ აბულაძე, სადრო ღვინიაშვილი და ნათია მაჭარაშვილი გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ.

გამოფენის საპატიო მონაწილეები იქნებიან ჯემალ კუხალაშვილი და თეონა ასიტაშვილი. თუმცა მონაწილეთა შერჩევა ჯერ არ დასრულებულა და მსურველებს კიდევ აქვთ შანსი პორტფელიოები გააგზავნონ" - აცხადებენ ორგანიზატორები.

კონკრეტულად ამ გამოფენის და ზოგადად მომავალი გეგმების შესახებ კომპანიის დამფუძნებელი მარიტა დამენია აცხადებს, რომ სამომავლოდ დაგეგმილია სოლო გამოფენებიც.

„ჩვენი კომპანია ამერიკის სახელოვნებო ბაზარზე უკვე დიდი ხანია მოქმედებს. 2020 წლის ჩათვლით 30-ზე მეტი გამოფენა გავმართეთ და თითეულ პროექტს დიდი წარმატება ხვდა წილად. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობა, რომელთათვისაც ამერიკა დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. ბევრმა ჩვენმა მხატვარმა მიაღწია წარმატებას, გავყიდეთ ნამუშევრები. საერთოდ ჩვენი მიზანი მხატვრის ბრენდინგზე მუშაობაა.

მანჰეტენის ცნობილ გალერეებში გამოფენით მათ სერიოზულ ბიოგრაფიას ვუქმნით, რაც ხელოვანის წარმტებისთვის ერთ-ერთი წინა პირობაა. რაც შეეხება მომდევნო გამოფენას, კონკურსი ჯერ კიდევ მიმდინარეობს რამოდენიმე მონაწილე შერჩეულია და იმედი მაქვს რომ საუკეთესო ჯგუფს შევკრავთ, ამაში დარწმუნებული ვარ. გარდა ამისა დაგეგმილი გავქვს რამოდენიმე სოლო გამოფენა და არტფეარიც, თუმცა დეტალებს ეტაპობრივად გაგაცნობთ“ - განაცხადა მარიტა დამენიამ.

მისი თქმით ინფორმაციისთვის მსურველბს შეუძლიათ, ეწვიონ კომპანიის ვებგვერდს: www.madatart.com ან პორტფელიო პირდაპირ გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: dameniaart@gmail.com

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S