უკრაინელებმა ანტონოვის ხიდს კვლავ დაარტყეს
03/09/2022 18:32:14 მსოფლიო
უკრაინელებმა ხერსონის ოკუპირებულ ოლქში ანტონოვის ხიდს კვლავ დაარტყეს. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების სტრატკომი იუწყება და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ხერსონში სასტუმრო "Затерянный мир" ააფეთქეს, სადაც რუსი ოკუპანტების იყვნენ ბაზირებული. ამის შესახებ განცხადება ოპერატიული სარდლობის სპიკერმა ვლადისლავ ნაზაროვმა გააკეთა.
მისივე თქმით, მოხერხდა მტრის კიდევ რამდენიმე ობიექტის დაზიანება.
მანამდე სოცქსელებში გაჩნდა ინფორმაცია და ვიდეოები ოკუპირებულ ხერსონში სულ მცირე, 8 აფეთქების თაობაზე.
რუსულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.


