Accentnews.ge
მედია: რამზან კადიროვმა შესაძლოა, რუსეთის შინაგანი ჯარი ჩაიბაროს

მედია: რამზან კადიროვმა შესაძლოა, რუსეთის შინაგანი ჯარი ჩაიბაროს

03/09/2022 17:56:16 მსოფლიო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს შესაძლოა, რუსეთის შინაგანი ჯარი - "როსგვარდია" ჩააბარონ, - იუწყება გამოცემა "მედუზა" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, ამჟამად საკითხი განხილვის სტადიაშია.

ცნობისთვის: დღეს რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნა ძალიან დიდხანს მოუწია და „უვადო და ხანგრძლივი შვებულება" დაიმსახურა.

„უკვე 15 წელია ვხელმძღვანელობ რესპუბლიკას. როგორც ჩანს, უკვე მოხუცი ვარ. ამიტომ, მგონია, რომ ჩემი დროც დადგა, სანამ გამაგდებდნენ. უკვე დავიწყეთ ამაზე ფიქრი და ვეცდებით დროულად წავიდე“, - განაცხადა კადიროვმა "ტელეგრამზე" გავრცელებული ვიდეომიმართვისას.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ "უვადო და ხანგრძლივ შვებულებას" იმსახურებს.

"იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერთ და გამიგებთ", - დასძინა ჩეჩნეთის ლიდერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S