ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა
03/09/2022 11:46:27 მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა.
როგორც რუსული მედია კრემლის პრესმდივანზე დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით წერს, უნგრეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.
საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი 91 წლის ასაკში 30 აგვისტოს გარდაიცვალა.


