
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ეთიოპიის პრემიერმა მიიღო
11/10/2019 09:17:27 სხვა, მსოფლიო
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 2019 წელს ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმედმა მიიღო. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. მას პრემია საერთაშორისო თანამშრომლობისა და მშვიდობის დამყარებისთვის გადაეცა.
მშვიდობის დარგში ნობელიას პრემიაზე 301 კანდიდატი იყო წარდგენილი, მათგან 223 ადამიანი და 78 ორგანიზაცია. ნობელის ფონდის წესების მიხედვით, კანდიდატების სია 50 წლის განმავლობაში ვერ გასაჯაროვდება.