Accentnews.ge
კიევი: ყირიმში დეოკუპაციის მასშტაბური ერთიანი ოპერაცია იწყება

კიევი: ყირიმში დეოკუპაციის მასშტაბური ერთიანი ოპერაცია იწყება

02/09/2022 19:26:34 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ყირიმში დეოკუპაციის მასშტაბური ერთიანი ოპერაცია იწყება.

“ცივილიზებულ მსოფლიოში არასოდეს არავის შეჰქონდა ეჭვი იმაში, რომ იურიდიულად, ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინაა. მაგრამ თუ 24 თებერვლამდე არ არსებობდა კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, უნდა მომხდარიყო თუ არა მისი დეოკუპაცია საომარი გზით და რიგი პარტნიორები გვეუბნებოდნენ, “მართალია, იურიდიულად ის თქვენია, მარამ დე ფაქტო რუსეთია და ამ მდგომარეობას რაღაცნაირად თვალი უნდა გაუსწოროთო”, ახლა ვითარება შეიცვალა: დღეს უკვე სრული კონსენსუსია იმის თაობაზე, რომ უფლება გვაქვს, განვახორციელოთ ყირიმის დეოკუპაცია ზუსტად იმავე გზით, რა გზითაც ყველა დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიის. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყირიმის საკითხი ბოლომდე სწორედ ამ ინტენსიური ომის პროცესში მივიყვანოთ” – განაცხადა პოდოლიაკმა უკრაინულ იუთუბ-არხ “Freedom”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, “აღქმა იმისა, რომ ყირიმი ამ ომის ფარგლებში იქნება გათავისუფლებული, ტრანსლირდება ყირიმის მოსახლეობაშიც, რომელშიც სულ უფრო იზრდება ოკუპანტებისადმი პროტესტი, დაწყებულია სერიოზული დივერსიული საქმიანობაც, პარტიზანულიც”.

“მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი ყირიმელები ძალიან გვეხმარებიან, ძალიან! თანაც ამას ისე აკეთებენ, რომ დაცული იყოს მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციაც, მისი გადმოცემის წყაროებიცა და რაც მთავარია, თავად მათი უსაფრთხოებაც ადგილებზე. მათ შორის მათი დახმარების წყალობით ბოლო სამი კვირის განმავლობაში ყირიმში უკვე 12 მასშტაბური ექსცესი მოხდა (შედარებით ნაკლებ მასშტაბურზე რომ არაფერი ვთქვათ). ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ყირიმში დეოკუპაციის ერთიანი მასშტაბური ოპერაცია იწყება” – დასძინა პოდოლიაკმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S