ბაიდენი დამატებით 11,7 მილიარდ დოლარს ითხოვს უკრაინისთვის
02/09/2022 17:59:27 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს სთხოვს კიდევ 11,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის.
ეს თხოვნა არის ნაწილი უფრო ფართო, 47,1 მილიარდი დოლარისგან შემდგარი, სასწრაფო ხარჯების პაკეტისა.
უკრაინისადმი განკუთვნილი დახმარება მოიცავს თანხებს აღჭურვილობისთვის, დაზვერვის მხარდაჭერისთვის, და პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას.
სასწრაფო დაფინანსების მოთხოვნა ასევე მოიცავს 2 მილიარდი დოლარის გამოყოფას იმ გავლენებთან გასამკლავებლად, რომლებსაც რუსეთის ომი ახდენს აშშ-ის ენერგიის მიმწოდებლებზე.


