ანექსირებულ ყირიმში აფეთქებების შედეგად მიყენებული ზარალი დათვალეს
02/09/2022 16:28:47 მსოფლიო
ყირიმის საკისა და ჯანკოის რაიონებში რუსეთის სამხედრო ობიექტებში მომხდარი აფეთქების შედეგად ზარალი წინასწარი დათვლით, 700 მილიონ რუბლს შეადგენს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის «Миллет» ეთერში ანექსირებული ყირიმის რუსეთის მიერ კონტროლირებადმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა.
”ზარალის მთლიანი ოდენობა, რომელიც ჩვენ გავუგზავნეთ (სუბსიდიის მისაღებად) რუსეთის ფედერაციის მთავრობას, 700 მილიონ რუბლს აღემატება. მხარდაჭერისთვის თანხა გამოიყოფა“, - განაცხადა აქსიონოვმა და დასძინა, რომ ზარალის დათვლა მომავალ კვირაში დასრულება.
მთლიანობაში, აქსენოვის თქმით, 4000-ზე მეტი ობიექტი დაზიანდა.
ბოლო კვირების განმავლობაში ყირიმსა და სევასტოპოლში აფეთქებების ხმები თითქმის ყოველდღიურად ისმოდა. რუსეთის ხელისუფლება ამას „უკრაინული დრონების“ ჩამოგდებით და „საჰაერო თავდაცვის მუშაობით“ ხსნის. სევასტოპოლში აფეთქებების შესახებ ცნობების ფონზე, მათ თავშესაფრების შემოწმება დაიწყეს.
16 აგვისტოს დილით აფეთქებები მოხდა ანექსირებული ყირიმის ჟანკოის რაიონში. დაფიქსირდა აფეთქებები საბრძოლო მასალის საცავებში, სატრანსფორმატორო ქვესადგურში და დაზიანდა რკინიგზა. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რაიონიდან 3000-ზე მეტი მოსახლე იქნა ევაკუირებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ყირიმის ჩრდილოეთით მომხდარ ინციდენტს "დივერსია" უწოდა.
The New York Times უკრაინელი მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ყირიმში, ჯანკოის მახლობლად მომხდარ აფეთქებებში უკრაინული ელიტარული სამხედრო ნაწილი მონაწილეობდა.
9 აგვისტოს აფეთქებების სერია მოხდა საკის სამხედრო აეროდრომზე.
არსებული მონაცემებით, განადგურდა 8 რუსული სამხედრო თვითმფრინავი და მინიმუმ ერთი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარი საბროლო მასალის დეტონაციას დაუკავშირა. მიუხედავად გამოქვეყნებული სატელიტური სურათებისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ თვითმფრინავები არ დაზიანებულა.კიევი ოფიციალურად არ ადასტურებს აფეთქებებთან კავშირს.


