G7 რუსული ნავთობის ფასზე "ჭერის" დაწესებაზე შეთანხმდა
02/09/2022 15:55:41 მსოფლიო
"დიდი შვიდეულის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვის გეგმა შეიმუშავეს, რათა შეამცირონ რუსეთის შემოსავალი და შესაძლებლობა, "დააფინანსოს აგრესიული ომი".
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს ინფლაციასთან ბრძოლაში დაეხმარებათ და ძირს გამოუთხრის მოსკოვის შესაძლებლობას "გავლენა იქონიოს ენერგომატარებლების მსოფლიო ფასზე, განსაკუთრებით საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის".
გეგმის თანახმად, რუსეთმა შესაძლებელია გაყიდოს ნავთობი მხოლოდ დადგენილ ან უფრო დაბალ ფასად - გადამზიდ კომპანიებს აეკრძალებათ რუსული ნავთობის გადატანა ზღვით, თუ ის შეუსაბამო ფასად შეიძინეს.
ამ ეტაპზე უცნობია, რა დონეზე დაწესდება რუსული ნავთობის ღირებულების ზღვარი.


