Accentnews.ge
biletebi.ge – გალკინის და მაკარევიჩის კონცერტი პოლიტიკური კონტექსტის გამო გაუქმდა

biletebi.ge – გალკინის და მაკარევიჩის კონცერტი პოლიტიკური კონტექსტის გამო გაუქმდა

02/09/2022 12:54:55 საზოგადოება

ონლაინ ბილეთების პლატფორმა biletebi.ge ღია წერილით მიმართავს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და აცხადებს, რომ კონცერტების ორგანიზატორებს სპორტის სასახლემ უარი განუცხადა და "აკრძალა არტისტები მაკარევიჩი და გალკინი".

მისი განცხადებით, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით, რადგან არტისტები მხარს უჭერენ უკრაინას.

"ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს, რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. დაუჯერებელია რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე. ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე. თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია. თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გააღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ფეისბუქსაც ავკრძალავთ? სენტიმენტები რომ გადავდოთ, ეს არის საკონტროლო გასროლა საკონცერტო ინდუსტრიის მიმართულებითაც. ამ 3 გაუქმებულ კონცერტს მოყვება (მოყვა) მრავალი სხვაც, რადგან აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას", - წერია biletebi.ge-ს განცხადებაში.

მანამდე რუსმა ოპოზიციონერმა აქტივისმა ნიკოლაი ლევშიცმა ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ ჯგუფის „მაშინა ვერემენის“, ასევე შემსრულებლების მაქსიმ გალკინისა და ვალერი მელაძის დაგეგმილი კონცეტრების გაუქმების მიზეზად ორგანიზატორებს დაუსახელეს სპორტის სასახლის ტექნიკური შეუსაბამობა მოთხოვნის პირობებთან და სასწრაფო რემონტი.

შოუმენისა და სატირიკოსი მაქსიმ გალკინი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დაგეგმილი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში თბილისშიც გეგმავდა კონცერტს. მისი კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში 15 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. ბილეთების გაყიდვა 25 ივლისიდან დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S